გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ბრიფინგები უნდა იმართებოდეს
მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე ბრიფინგები უნდა იმართებოდეს, რადგან ამისთვის ოფისები არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი მასთან პოლიტიკურ საკითხზე არ უსაუბრია.
„თავად არაფერი აღარ უსაუბრია დამატებით. მე არაფერი არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ჩემთან ამ თემაზე არაფერი უსაუბრია. ერთადერთი ის არის, მიაჩნია, რომ ბიბლიოთეკა არ არის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ასეთი რამ, რადგან არსებობს ამისთვის ოფისები“,- განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ბრიფინგი ორჯერ გამართა.