გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს ულოცავს ლევან ხაბეიშვილს
მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს ულოცავს ლევან ხაბეიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
ალასანიას თქმით, სააკაშვილის ძალიან დიდი სურვილია, პარტია არ დაიშალოს.
„თქვენ გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არანაირ არაფერში, არც არჩევნების პროცესში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი. მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს – ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიასო, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და მას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო. კიდევ, ძალიან დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე არ იყოს საუბარი. მოუწოდებს, ეს არ მოხდეს, რომ ძალა ერთობაშია.
პარტიაში მიმდინარე თემებზე ჩემთან არასდროს არ დაუძრავს კრინტი და პირველად ახლა გააკეთა კომენტარი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.