გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - როგორც ჩანს, რეალურია ეს ინფორმაცია, რადგან რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდა
როგორც ჩანს, რეალურია ეს ინფორმაცია, რადგან რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილს მასთან საუბარი არ სურს.
„ვერც ვადასტურებ, ვერაფერს, ვერ ვიტყვი. მეც მაქვს ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ გაქვთ. მეც ტელევიზორიდან მოვისმინე რამდენიმე ადამიანისგან, მათ შორის ჩემი შვილიშვილისგან. გუშინ ჟურნალისტებმა მთხოვეს, დავუსვი შეკითხვა და არ უნდა ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკი. სხვებს ელაპარაკება ამ თემებზე და ჩვენ სხვა თემები გვაქვს სალაპარაკო.
როგორც ჩანს, რეალურია ეს ინფორმაცია, რადგან რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვს, ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდა, ალბათ ასეა. ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო მისი ჯანმრთელობა,რადგან არ არის კარგ ფორმაში და ეს მაწუხებს ყველაზე ძალიან ამ წუთში“,- განაცხადა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერიანი გელბახიანის განცხადებით, სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“.