გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება
გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე, არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება

მინდა, ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას განცხადებით, ადამიანები, რომლებსაც აცვიათ მაისურები მიხეილ სააკაშვილის წარწერით, მიდიან ხალხთან და ატყუებენ, რომ ისინი არიან სააკაშვილის გვერდით.

„დღევანდელი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მინდა, ყველას გავაგებინო, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მყარად დგას ხუთიანზე. ხუთიანი არის მისი არჩევანი და არავითარი გადახრა არც მარჯვნივ, არც მარცხნივ მისგან არ იქნება. ყველას საყურადღებოდ, მისი არჩევანი რჩება ხუთიანი. არც ოთხიანისკენ, არც ექვსიანისკენ მისი გადახრა არ იქნება, მისი არჩევანი არის ხუთიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად დავინახე და გავიგე, ადამიანები, რომლებსაც აცვიათ მაისურები მიხეილ სააკაშვილის წარწერით, მიდიან ხალხთან და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ ისინი არიან მიშა სააკაშვილის გვერდით – ისინი არ არიან მიშას გვერდით, მიშას გვერდით არის ხუთიანი! ეს ყველამ იცოდეს“, – განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, ჟურნალისტმა გიული ალასანიას ჰკითხა, მიხეილ სააკაშვილის სახელს ნიკა მელია თუ იყენებს ცუდად, რაზეც ალასანიამ განაცხადა:

„ვინც იყენებს, იმ ადრესატების საყურადღებოდ ვამბობ და გაითვალისწინონ, რომ ხუთიანი იქნება მისი არჩევანი, როგორც იყო, არაფერი არ შეცვლილა ამ თვალსაზრისით მის ცხოვრებაში. ასე რომ, ყველამ კარგად იცოდეს, ძალიან მყარად იქნება ამ პოზიციაზე ჩემი შვილი“.

გიული ალასანიას კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.