გიული ალასანია - არანაირი მილიონი დოლარი არ არის გადახდილი, საერთოდ არ ვიცი, რა დოკუმენტზეა საუბარი
არანაირი მილიონი დოლარი არ არის გადახდილი, საერთოდ არ ვიცი, რა დოკუმენტია ეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასაიამ განაცხადა.
გიული ალასანიას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.
კითხვაზე, როგორ მოახდინეს ამ თანხის მობილიზება, გიული ალასანიამ აღნიშნა: „თანხები არის ძალიან კანონიერად და არ ვაპირებ, ამ საკითხზე თქვენთან საუბარს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.