გიული ალასანია - ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, დავიქირავე მედიაჯგუფი, მერე რა არის?
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, არ წამიკითხავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ოჯახს დაქირავებული ჰყავდა იურიდიული ფირმა, რომელიც სააკაშვილის საქმეზე მუშაობდა.
„რა ნიშნავს ლობისტები? იურიდიული ფირმა იყო და, დიახ, დავიქირავეთ, მუშაობდნენ ჩვენზე ძალიან კარგად და მადლობელი ვარ.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, არ წამიკითხავს. იყო მედიაჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე, მერე რა არის?“ – განაცხადა გიული ალასანიამ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.