საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იურიდიული კომპანია დაიქირავა.
„იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ის დიაგნოზები, რომლებიც ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
კითხვაზე, – „რა იქნება პიარკომპანიის მოვალეობა, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პიარკომპანიასთან გააფორმეთ ხელშეკრულება“, – გიული ალასანია პასუხობს: „რომელი პიარკომპანია? არ ამუშავებულა ჯერ ეგ კომპანია და არ ვიცი, რას გააკეთებენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება, დიახ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება კითხვას, – „რა დასკვნასაც დადებენ ექიმები, ამაზე უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პარტნიორებს?“ – გიული ალასანია პასუხობს, რომ ალბათ ასე იქნება.
გიული ალასანია ამბობს, რომ საუბარია არა ლობისტურ, არამედ იურიდიულ კომპანიაზე.
„ესე იგი, ლობისტია ბატონი ხაჭაპურიძე ან დანარჩენი იურისტები? რატომ არიან ესენი ლობისტები ან ვინ დაარქვა მათ ლობისტები? ესენი არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე. დავიქირავეთ, რადგან გვჭირდებოდა გასამაგრებლად, ყველაფერ იმის გასამაგრებლად, რაც აქ ხდება. გვინდა, დამატებით მათაც თქვან“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.