გიულენის ორგანიზაციის ორი სავარაუდო წევრი უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში დააბრუნეს
თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ორი სავარაუდო წევრი საზღვარგარეთიდან თურქეთში დააბრუნა.
ისა ოზდემირი და სალიჰ ზეკი იიგიტი, რომლებიც აზერბაიჯანსა და უკრაინაში დააკავეს, სტამბოლში კერძო თვითმფრინავით ჩაიყვანეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ოზდემირი, რომელიც ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, გიულენის დაჯგუფების ფინანსებზე იყო პასუხისმგებელი. იიგიტს კი თურქული მედია გიულენის ორგანიზაციის იმამად მოიხსენიებს, რომელიც მერსინის პროვინციაში მოქმედებდა და ფულის გადარიცხვებში მონაწილეობდა.
თურქეთის მთავრობა გიულენსა და მის ორგანზაციას 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.