გიტანას ნაუსედამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს
ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გაუწევს.
„ცარიელი ხელებით არ ჩამოვსულვარ. დღეს ახალი პაკეტი იქნება – საბრძოლო მასალები და ათი ჯავშანტექნიკა უნდა გადმოგცეთ. ჩვენ ასევე მალე გაჩვენებთ ლიეტუვაში წარმოებულ ანტიდრონებს.
ვიცით, რომ თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ ეს სისტემები. ჩვენ არც სხვებს მივცემთ უფლებას, რომ დაგივიწყონ ან დაიღალონ, როგორც დასავლეთში ისე აღმოსავლეთში. ყველა ძალას გამოვიყენებთ, რომ რუსეთის მხრიდან დამნაშავეები დაისაჯონ“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
მან ასევე მოუწოდა უკრაინის მთავრობას, არ გაჩერდნენ რეფორმების განხორციელების კუთხით. გიტანას ნაუსედამ უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვას უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა.