გიტანას ნაუსედა - ვისურვებდი, უკრაინამ ახლა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელი იყო, თუმცა ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭებინათ ვერსალის სამიტზე.
მან იმედგაცრუება გამოხატა, რომ ერთობლივი დეკლარაცია უფრო შორს არ წავიდა.
„ვისურვებდი, რომ უკრაინამ ახლა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელი იყო, თუმცა ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით“, – განაცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ვერსალში მისვლისას.