გიტანას ნაუსედა - ვიმედოვნებ, ხელიდან არ იქნება გაშვებული შესაძლებლობა, მიიწვიონ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ხოლო საქართველო კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად
უნგრეთის მუქარა, რომ დაბლოკავს მხარდაჭერას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, ძირს უთხრის ევროკავშირის ერთიანობის პრინციპებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„უნგრეთი ვნებს ერთიანობის პრინციპს, რადგან თუ ჩვენ არ მივიღებთ დადებით პასუხს, დადებით რეკომენდაციას, კიდევ უფრო მეტი ხმა იქნება, რომელიც ემუქრება და უარყოფს ერთიანობის პრინციპს“, – თქვა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ხელიდან არ იქნება გაშვებული შესაძლებლობა, მიიწვიონ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ხოლო საქართველო კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ დავარწმუნოთ უნგრეთი, აზრი შეიცვლოს“, – ამბობს ნაუსედა.