გიტანას ნაუსედა - რუსეთთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ფრთხილად ვიყოთ პუტინის რეჟიმის რეალურ ზრახვებთან
რუსეთთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პუტინის რეჟიმის რეალურ ზრახვებთან, – აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს სამიტის გახსნაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვერ ხედავს რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელია პრინციპები.
„რუსეთთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, მაგრამ პუტინის რეჟიმის რეალურ ზრახვებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ამიტომ რუსეთთან ურთიერთობისას ჩვენი პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ. თუ ჩვენ დავიწყებთ ურთიერთობების აღდგენას, რუსეთის მხრიდან პოზიტიური ცვლილებების გარეშე, ეს ძალიან ცუდი სიგნალი იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ეს ყოველივე, ვფიქრობ, იგივეა, მისცე დათვს თაფლით სავსე ქოთანი და სთხოვო, ხელი არ ახლოს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.