გიტანას ნაუსედა - რუსეთი ომს ნატო-ს კართან აწარმოებს, მოკავშირეები შეიკრიბნენ, რათა დაადასტურონ კოლექტიური სოლიდარობის, თავდაცვის მნიშვნელობა, მივიღოთ გაბედული გადაწყვეტილებები
გიტანას ნაუსედა - რუსეთი ომს ნატო-ს კართან აწარმოებს, მოკავშირეები შეიკრიბნენ, რათა დაადასტურონ კოლექტიური სოლიდარობის, თავდაცვის მნიშვნელობა, მივიღოთ გაბედული გადაწყვეტილებები

ლიეტუვა არის ადგილი, სადაც თავისუფლება ყოველთვის იყო დაფასებული, სადაც ღირებულებებს ყოველთვის იცავდნენ, მოკავშირეებს მიესალმებიან და მათზე ზრუნავენ. ლიეტუვა არის ქვეყანა, სადაც „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“ პრინციპს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ღრმად არის ჩაფლული ჩვენს გულებში, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობა, სოლიდარობა და ტრანსატლანტიკური კავშირი წარმატების შეუცვლელი საყრდენია.

„დღეს რუსეთი სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე სასტიკ ომს ნატო-ს კართან აწარმოებს. დღეს მოკავშირეები შეიკრიბნენ ვილნიუსში, რათა დაადასტურონ კოლექტიური სოლიდარობისა და თავდაცვის მნიშვნელობა. ასევე, მივიღოთ გაბედული გადაწყვეტილებები იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ მოკავშირეების უსაფრთხოება და თავდაცვა, დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა რეგიონის სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან. ერთიანობა, სოლიდარობა და ტრანსატლანტიკური კავშირი ჩვენი წარმატების შეუცვლელი საყრდენია“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.