ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
„დავბრუნდი კიევში, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად ვიზეიმო უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. გაამრჯვება უკვე ახლოსაა. ლიეტუვა მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს ნაუსედა.
ლიეტუვის ლიდერი ასევე მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში.
გიტანას ნაუსედა ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე მოლაპარაკებებს გამართავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მასთან უკრაინის დახმარების და ევროკავშირში უკრაინის წევრობის თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებს განიხილავს.