ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. როგორც მედია წერს, ნაუსედა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში.
მედიის თანახმად, ლიეტუვის და უკრაინის პრეზიდენტები განიხილავენ ივლისში ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტის დღის წესრიგს, ასევე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხებს და ლიეტუვისა და ევროკავშირის დახმარებას უკრაინისთვის.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, ნაუსედა კიევიდან ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ხუთშაბათს ევროპელი ლიდერების სამიტი იწყება.