გიტანას ნაუსედა - ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა „ტვიტერში“ წერს.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, მან ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის მოკლე დროში შევსება მიულოცა, რითაც მისი თქმით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ.
„დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თან მივულოცე ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის მოკლე დროში შევსება. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ“, – აღნიშნავს გიტანას ნაუსედა.