გიტანას ნაუსედა - ევროპული მომავალი ნათელი იქნება, რადგან ვხედავ დიდ პროგრესს უკრაინაში ყველა რეკომენდაციის შესრულების მხრივ, ამას აკეთებენ ომის პირობებში
გიტანას ნაუსედა - ევროპული მომავალი ნათელი იქნება, რადგან ვხედავ დიდ პროგრესს უკრაინაში ყველა რეკომენდაციის შესრულების მხრივ, ამას აკეთებენ ომის პირობებში

ევროპული მომავალი ნათელი იქნება, რადგან მე ვხედავ დიდ პროგრესს უკრაინაში ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების მხრივ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ უკრაინა პროგრესს ომის პირობებში აღწევს.

„ამას აკეთებენ ომის პირობებში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს აღინიშნოს. უკრაინაში არის პოლიტიკური კონსენსუსი, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, ყველა საჭირო კანონი, რასაც ისინი კარგად აკეთებენ. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ ამ პროგრესის მიმდინარე წლის ოქტომბრამდე დასრულებას შეძლებენ და რომ ევროკომისიის შეფასება, დასკვნა პოზიტიური იქნება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.