გიტანას ნაუსედა - ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“, პროცესი დაიწყო
გიტანას ნაუსედა - ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“, პროცესი დაიწყო

ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვერსალში ევროკავშირის გუშინდელ სამიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც გიტანას ნაუსედა წერს, მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“.

„ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენზე და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირმა უკრაინელმა ერმა უნდა იცოდეს, რომ მათ მიესალმებიან ევროკავშირში“, – წერს გიტანას  ნაუსედა „ტვიტერზე“.