გიტანას ნაუსედა - ბელარუსი არაა დამოუკიდებელი, ის გახდა რუსეთის გუბერნია
ბელარუსი არაა დამოუკიდებელი, ის გახდა რუსეთის გუბერნია, – ეს განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორია სრულად არის ხელმისაწვდომი რუსი სამხედროებისთვის, რომ დაგეგმონ ოპერაციები უკრაინის წინააღმდეგ.
„მე ბაიდენთან საუბრისას ვთქვი, რომ ბელარუსი გახდა პრობლემური. ეს აღარ არის ის ბელარუსი, როგორიც ის იყო 2020 წელს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არანაირი ილუზიები. ეს ქვეყანა აღარ არის დამოუკიდებელი. ბელარუსი არის რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი გუბერნია. ბელარუსის ტერიტორია სრულად არის ხელმისაწვდომი რუსი სამხედროებისთვის, რომ დაგეგმონ ოპერაციები უკრაინის წინააღმდეგ. განცხადება, რომ რუსული ბირთვული იარაღი იქნება გაგზავნილი ბელარუსის მიწაზე, არის იმპლემენტაციის ეტაპზე და მხოლოდ დროის საკითხია, რომ ისინი ამას დაასრულებენ. ასევე, გრძელდება მიგრაციის იარაღად გამოყენება. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ სიტუაცია ჩვენს რეგიონში არაა სტაბილური და, გაუმჯობესების ნაცვლად, უარესდება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.