გიტანას ნაუსედა - 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან მისი სიხარბე მხოლოდ იზრდება
ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ გზას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
„14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა თავის დანაშაულებზე, რადგან მისი სიხარბე სუვერენული ტერიტორიის, დომინირებისა და ძალაუფლების მიმართ მხოლოდ იზრდება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ გზას“, – წერს გიტანას ნაუსედა „ტვიტერში“.