„გირჩის“ დაკავებული წევრების იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის სასამართლო პროცესი 3 მაისს გაიმართება
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დაკავებული წევრების, იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილის სასამართლო პროცესი 3 მაისს გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გირშელ ძებნიაურმა განუცხადა.
მისი თქმით, სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, 12:00 საათზე დაიწყებაა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაკავებულები თავს კარგად გრძნობენ.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი 2 მაისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გირჩის“ წევრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.