„გირჩი“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მთაწმინდის რაიონში მდებარე ბინებში გადმოეწერონ
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების „გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ჰერმან საბოს განცხადებით, პარტია თავისი მხარდამჭერების მობილიზაციას აცხადებს.
მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ყველანაირი კანონის დაცვითა და ცესკო-სთან შეთანხმებით, „გირჩის“ მხარდამჭერები შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მთაწმინდის რაიონში მდებარე ბინებში გადმოეწერონ.
ჰერმან საბო მთაწმინდაზე მცხოვრებ პირებს, მოუწოდებს, რომ პარტიის მხარდამჭერებს მათ საცხოვრებელ ბინებში ჩაწერის უფლება მისცენ. „გირჩის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ 19 მაისს დანიშნული არჩევნები არის რეალური შესაძლებლობა, რომ პარლამენტში პარტიის ერთი წევრი იყოს წარმოდგენილი.