„გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს
ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ჯაფარიძე პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად უახლოეს პერიოდში მიმართავს.
პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინდელ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ტოვებს. დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი ძალიან შთამბეჭდავი იყო და მის პოზიციას იზიარებს. „ჩემი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.