„გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა.
„ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის „სმარტთან“. გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება“, – აცხადებენ პრესსამსახურში.