„გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ცნობით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ცნობით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვებს ისვრის.

პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის თქმით, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მათ ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ.

ამასთან, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობი პირები ახალგაზრდებს ემუქრებიან.

„ბავშვებს მიუვარდნენ ბანაკში ორკები. თუ არ წახვალთ, საღამოს უარესს დაგმართებთო, ემუქრებიან ბავშვებს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე და მათ ფოტოებს აქვეყნებს.

მანამდე კი, პარტიის ცნობით, გორში პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.