„გირჩი“ იუსტიციის სამინისტროს მათი მხარდამჭერების მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გადაწერისას ხელის შეშლაში ადანაშაულებს
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ იუსტიციის სამინისტროს მათი მხარდამჭერების მთაწმინდის საარჩევნო ოლქში გადაწერისას ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
მოძრაობის ლიდერებმა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ჰერმან საბომ იუსტიციის სახლის წინ სპეციალური განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, მთაწმინდაზე გადაწერის დროს, „გირჩის“ მხარდამჭერები ხელოვნურ და ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს აწყდებიან.
„ნაცვლად იმისა, რომ ორ დღეში მოხდეს მათი განაცხადების დაკმაყოფილება, ეს პროცესი იწელება და ბევრ განცხადებაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მსგავსი დაბრკოლებებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.