გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - შენს შვილებს ადრე თუ გვიან დაუბრუნდებათ მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან მამები, რადგან შენ ისინი მოკალი
მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან მამები, რადგან შენ ისინი მოკალი, – ამის შესახებ გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
ზერეკიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აზიარებს, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს მის შვილებს მამა. ზერეკიძე სააკაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ სააკაშვილის შვილებს ადრე თუ გვიან დაუბრუნდებათ მამა.
„შენ, სამწუხაროდ, მხოლოდ ექვსი წელი გაქვს მისჯილი და ადრე თუ გვიან დაუბრუნდებათ შენს შვილებს მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, რადგან შენ ისინი მოკალი!!!“ – წერს გიორგი ზერეკიძე „ფეისბუქზე“.