გიორგი ვაშაძემ სამართალდამცველებს მიმართა - გზა რატომ გაქვთ დაკეტილი, თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე
გიორგი ვაშაძემ სამართალდამცველებს მიმართა - გზა რატომ გაქვთ დაკეტილი, თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამართალდამცველებს ტროტუარისკენ გადასვლისკენ და გზის გახსნისკენ მოუწოდა.

ვაშაძის თქმით, არ შეიძლება ქალაქის პარალიზება.

„ბატონო პოლიციელებო, თქვენი რაოდენობა არის ძალიან მცირე. გთხოვთ, ნუ კეტავთ გზას. შეგიძლიათ, ისარგებლოთ ტროტუარით და ტყუილად ნუ ხართ აქ გაჩერებული. გზა რატომ გაქვთ დაკეტილი, შეგიძლიათ, მითხრათ? ვინ გაიძულათ, რომ მელიქიშვილი დაკეტოთ? თუ შეიძლება, გადადით ტროტუარზე და თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე. პოლიციელებო, ნუ უქმნით მოქალაქეებს პრობლემას გადაადგილების პროცესში. არ შეიძლება ქალაქის პარალიზება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.