გიორგი ვაშაძე - ყველამ გულზე ხელი დაიდოს და მითხრას, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ცალკე თუ იქნებიან, მოიგებენ თუ არა არჩევნებს
ყველამ გულზე ხელი დაიდოს და მითხრას, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ცალკე თუ იქნებიან, მოიგებენ თუ არა არჩევნებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ ოპოზიცია ერთი და იმავე სტრატეგიით მონაწილეობს არჩევნებში, „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს.
„ცენტრს მესამე იმიტომ ჰქვია, რომ ორპულუსიანი სისტემის ალტერნატივა შეიქმნას. ეს არის გამარჯვების გზა. გულზე ყველამ ხელი დაიდოს და მითხრას, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ცალკე აღებული თუ იქნებიან, მოიგებენ თუ არა არჩევნებს. ეს ვერ მოხდება. საპირისპირო თუ გვინდა რომ ვიძახოთ, კიბატონო, ვიძახოთ. ყველას აქვს თავისი გზა. მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვინც მათ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ღმერთმა გზა დაულოცოს.
მე ჩემს სტრატეგიას გეუბნებით, რომელიც უკვე არაერთხელ მაქვს გამოცდილი და ძალიან მარტივ საკითხს ვამბობ. ერთი და იმავე სტრატეგიით რომ მივდივართ არჩევნებზე, იმიტომ არის, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს უპირატესობა. სტრატეგიას თუ არ ცვლი, ბრძოლას ვერ იგებ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ვისაც გამოცდილება აქვს სტრატეგიებთან დაკავშირებით, ყველამ კარგად იცის. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამაზე კონსულტაციები გვექნება სხვა პარტიებთან დაკავშირებით. დრო არის შესაბამისი. ჯერ ცვლილებებია საჭირო, რომ ახალი საარჩევნო გარემო შეიქმნას და ამის მერე ყველაფერს მივაღწევთ“, – განაცხადა ვაშაძემ.