გიორგი ვაშაძე - ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, უბრალოდ, ოპოზიციური ერთობა არის ის მექანიზმი, რითაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია
ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი მრწამსიდან, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ვაშაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას:„ნაცმოძრაობას“ ტყვეობაში ჰყავს პატარა პარტიები, რომლებიც უფრო სახელმწიფოებრივად უყურებენ და უნდათ პარლამენტში შესვლა“.
„ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი მრწამსიდან, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არც ერთ პარტიაში არასდროს არც ტყვეობაში ვიქნებით და ვერც ვერავინ მიაღწევს ვერაფერს. ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, უბრალოდ, ჩვენ ერთი რამ ვიცით, რომ ოპოზიციური ერთობა არის ის მექანიზმი, რითაც შეგვიძლია, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს ქვეყანაში.
რა თქმა უნდა, ყველა პარტია თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვართ საერთო ფორმატში, სადაც ჩვენს ყველა პოზიციას ვაჯერებთ ჯერ და ვფიქრობ, ოპოზიციის ერთობა არის ის მექანიზმი, რითაც ჩვენ საბოლოო ჯამში ქვეყანაში დიდი ცვლილებები უნდა მოვიტანოთ.
მე ჩემს პარტიაში ვმსჯელობ გადაწყვეტილებებზე, შემდეგ მივდივარ საერთო ოპოზიციურ ფორმატში, ჩვენი პარტიის პოზიციას ვაცნობ და შეჯერება ხდება. ვაპირებთ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საერთო მსჯელობის შედეგად მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.