გიორგი ვაშაძე - ყველა ოპოზიციურ ლიდერს მოვუწოდებ, სამიზნე გაასწოროს
ყველა ოპოზიციურ ლიდერს მოვუწოდებ, სამიზნე გაასწოროს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ფეისბუქსტატუსს ეხებოდა.
„რუსული რეჟიმი არის ხელისუფლებაში და ამაში უნდა ვიყოთ ერთიანები, დანარჩენი, ამ პატარ-პატარა საკითხებში ვერ შევალ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „მინდა, ოპოზიციას, კონკრეტულად კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მენეჯმენტს დავუსვა კითხვა – პარტიის მხარდამჭერებს აინტერესებთ, კონკრეტულად, რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში? ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“.