გიორგი ვაშაძე - ვენაცვალე ამ ახალგაზრდებს, იმდენად კანონიერები, მშვიდობიანები არიან, თავად გაოცებული ვარ, იმდენად საოცრად მოქმედებენ, რომ ხელები ამიწევია
გიორგი ვაშაძე - ვენაცვალე ამ ახალგაზრდებს, იმდენად კანონიერები, მშვიდობიანები არიან, თავად გაოცებული ვარ, იმდენად საოცრად მოქმედებენ, რომ ხელები ამიწევია

ვენაცვალე ამ ახალგაზრდებს, იმდენად კანონიერები, მშვიდობიანები არიან, თავად გაოცებული ვარ, იმდენად საოცრად მოქმედებენ, რომ ხელები ამიწევია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტთან, აქციაზე გამოჩნდა.

„სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, რომელსაც რუსული კანონი არ გააქვს. მე არ მომწონს რუსული კანონი, მე მომწონს ევროკავშირში ინტეგრაცია. კონკრეტული ფაქტები არის იმისა, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული.

ეს არის საქართველო, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, ევროკავშირისთვის, მშვიდობისთვის და განვითარებისთვის. ეს ადამიანები იმდენად კანონიერები არიან, იმდენად მშვიდობიანები არიან, მე თავად გაოცებული ვარ, იმდენად საოცრად მოქმედებენ, რომ ხელები ამიწევია. ვენაცვალე ამ ახალგაზრდებს, ამ თაობას. სიმბოლოებს ქმნიან ბრძოლის, ეს არის საქართველო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.