გიორგი ვაშაძე - ვაპირებ, პროდასავლური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო
ვაპირებ, პროდასავლური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას გამორიცხავს.
„გამოვრიცხავ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ რამე კოალიცია შეიქმნას. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პროდასავლური კოალიცია იმ პროდასავლური ძალებისგან, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან. ვაპირებ, ვიყო ამ პროდასავლური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- განაცხადა ვაშაძემ.
ასევე, კითხვაზე იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ კოალიციაში, ვაშაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლურ კოალიციაში იქნება.
„ჩვენ ამ კინკლაობას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ამიტომაა, რომ მასში არასდროს ვერთვები. რაციონალური აზრი ყოველთვის გაიმარჯვებს. ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს ძალიან ჩვეულებრივია. ზუსტად ვხედავ იმ პროდასავლურ კოალიციას, რომელიც იქნება ხელისუფლებაში და აუცილებლად ამის გაკეთებისთვის გადამწყვეტ როლს სწორედ ჩვენი გუნდი ითამაშებს“, – განაცხადა ვაშაძემ.