გიორგი ვაშაძე -„ნაციონალური მოძრაობა“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატს თუ დამიყენებს, აუცილებლად დავამარცხებ
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატს დამიყენებს, აუცილებლად დავამარცხებ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის მაჟორიტარულ ოლქში, ასევე დაამარცხებს „ქართული ოცნების“ კანდიდატსაც.
„მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს ყველა პირობას და შეთანხმებას, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია, იგივე მოლოდინი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ უნდა გადაწყვიტონ, იცავენ შეთანხმებას, თუ არა. თუ დაარღვევენ ამ შეთანხმებას, ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ თუ დამიყენებენ ისანში მაჟორიტარ კანდიდატს, დავამარცხებ მას და შემდეგ აუცილებლად დავამარცხებ „ქართული ოცნების“ კანდიდატსაც, რომელიც ჩვენი მთავარი სამიზნეა“, – განაცხადა ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძემ, მისმა გუნდმა ოპოზიციის ერთობა დაარღვიეს იმის გამო, რომ პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო.