გიორგი ვაშაძე - სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის ცალსახა პრიორიტეტი, კარგია, რომ ამ თვალსაზრისით შეთანხმება ძალაშია
სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის ცალსახა პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე კარგია, რომ ამ თვალსაზრისით შეთანხმება ძალაშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„მართლმსაჯულებაში უზარმაზარი პრობლემებია, ბევრი საკითხი ჩავარდნილია, ამას უნდა დავუბრუნდეთ. გენერალური პროკურორის არჩევის წესზე მსჯელობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნება, ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ. საბოლოო პოზიციები ხვალ ჩამოყალიბდება.
როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა გენერალურ პროკურორზე ცვლილებების მიღება, რაც არის რეალობა. ეს იმიტომ, რომ გენერალური პროკურორი არ იყოს კონსენსუსით არჩეული. დასავლური რეკომენდაციაა, რომ პროკურორი იყოს მიუკერძოებელი და მეტ-ნაკლები შეთანხმებით არჩეული, დაველოდებით დებატებს. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ყველა ფრაქცია საერთო მხარდაჭერაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. კარგია, რომ სრულად პროპორციულზე გადავდივართ, მაგრამ მართლმსაჯულების მიმართულებით უზარმაზარი პრობლემებია და საერთო რეფორმა გვჭირდება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.