გიორგი ვაშაძე - შევთანხმდით, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშიებით შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობებით აღარ მოხდება.
როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ განაცხადა, ეს უკვე კარგი მიღწევაა.
„ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, პრინციპში, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც – ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ „აიდი“ (ID) იქნება, რაც არის უკვე ძალიან მაგარი მიღწევა ერთი საათის მუშაობის შედეგად. კიდევ რა იქნება, ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.