გიორგი ვაშაძე - სენატორებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ საქართველოს აშშ-ის სრული მხარდაჭერა ექნება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მეგობრები გვყავს ამერიკელების სახით
სენატორებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ საქართველოს აშშ-ის სრული მხარდაჭერა ექნება, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მეგობრები გვყავს ამერიკელების სახით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში. როცა მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში, ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და მათ გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი, ამის განხილვა და დისკუსიის დაწყება. რატომ არ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“, არ ვიცი.
სენატორებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ საქართველოს აშშ-ის სრული მხარდაჭერა ექნება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა მეგობრები გვყავს ამერიკელების სახით. რა თქმა უნდა, ველაპარაკეთ სასამართლოს ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე, ვილაპარაკეთ პოლიტიკურ გამოძიებებზე: გვარამია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ოქრუაშვილი და უგულავას ქეისებზე. ასევე, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ვისაუბრეთ, რომელიც მათთვისაც არის როგორც ლაკმუსის ქაღალდი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის. ამას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს და გვითხრეს, დაგვიდასტურეს, რომ სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს. ადამიანურად ვთხოვეთ, რომ როგორმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში დაგვეხმარონ და აქაც გვითხრეს, რომ, რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ეს არის ერთ-ერთი მაღალი დონის ვიზიტი უკრაინასა და საქართველოში“,- განაცხადა ვაშაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისა და სენატორების რობ პორტმანისა და ჯინ შაჰინის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.