გიორგი ვაშაძე - საზოგადოება იმდენად დაძაბულია, უნდა შევეცადოთ, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით საერთო კანონპროექტი გვქონდეს
ჯალათებზე ამნისტია არ ვრცელდება, ანუ კონვენციით დაცულ მუხლებზე არ გავრცელდება და ამაზე თუ საჭირო გახდა ჩანაწერიც იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია ეცდება, ამნისტიის შესახებ საერთო კანონპროექტი შედგეს.
„სამ პოლიციელზე გავრცელდება და ორ-სამ მუხლზე, რომელიც არის პროტესტის მონაწილე 16 ადამიანზე. ბუნებრივია, ნიკა მელიაზეც ავტომატურად. ჩვენ ჩვენი კანონპროექტი გვაქვს, მათაც თავისი აქვთ, გავცვლით ახლა ამას ერთმანეთში. გულწრფელად ვფიქრობ, იმდენად დაძაბულია საზოგადოება, რომ უნდა შევეცადოთ, საერთო კანონპროექტი გვქონდეს. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ რაღაცას ამოვიკითხავთ, როცა კანონი გამოქვეყნდება და როცა სპეკულაციებს დავიწყებთ, ძალიან გთხოვთ, გავიაროთ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.