გიორგი ვაშაძე - სავარაუდოდ, ისევ დაიწყებენ დარბევას, მთავარია, ყველა ერთად ვართ, კარგი ბრძოლის მეთოდები ვიცით, ისევ ისე ვაგრძელებთ
გიორგი ვაშაძე - სავარაუდოდ, ისევ დაიწყებენ დარბევას, მთავარია, ყველა ერთად ვართ, კარგი ბრძოლის მეთოდები ვიცით, ისევ ისე ვაგრძელებთ

სავარაუდოდ, ისევ დაიწყებენ დარბევას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ბრძოლის კარგი მეთოდები იციან, რასაც გააგრძელებენ.

„მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ, სავარაუდოდ, ალბათ, ისევ დაიწყებენ დარბევას. ვხედავთ, გადაადგილებები არის. მთავარია, რომ ყველა ერთად ვართ. მთავარი პრინციპი ნომერი ერთი არის, რომ არ ვაჭერინებთ ხალხს. ელენე ხოშტარიაც აქ არის, ზურაბ ჯაფარიძეც აქ არის. ახალგაზრდები და უფროსები ერთად ვართ. თუ მოვლენ და გვეტყვიან, რომ რაღაც დრო გვაქვს, ჩვენ ჩვენს დროს შევთავაზებთ, რამდენი ხანი გვჭირდება, რომ მოვწესრიგდეთ. ძალიან კარგი ბრძოლის მეთოდები ვიცით, ისევ ისე ვაგრძელებთ. ძალიან გთხოვთ, არ გვინდა რაღაც ინიციატივის გამოჩენა, ყველა ერთად ვიყოთ, საითაც წავალთ ჩვენ იქეთ ვიაროთ აბსოლუტურად ყველამ. პრინციპული, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ ტაქტიკურ მოქმედებებს, მობილიზაციას, ერთი ამბობს, დანარჩენი მიყვება, ფილოსოფია არ არის. ჩვენი გემი რომ გადარჩეს და მათი ჩაიძიროს, აუცილებელია ერთად დგომა“, – განაცხადა ვაშაძემ.