გიორგი ვაშაძე - საქართველოში ბოიკოტობანა სტანდარტი არ უნდა გახდეს, რომ ჩვენი ნაბიჯები არ გავაუფასუროთ
საქართველოში ბოიკოტობანა სტანდარტი არ უნდა გახდეს, რომ ჩვენი ნაბიჯები არ გავაუფასუროთ. საპარლამენტო ბოიკოტი უკიდურესი ფორმაა, რომელსაც კარგი მომზადება და გააზრება სჭირდება, თუ რა შედეგებზე გაგვიყვანს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, არ აპირებს საპარლამენტო მექანიზმები და ტრიბუნა „ქართულ ოცნებას“ დაუთმოს.
„ჩვენი პროტესტის ფორმა რაც ეხება – შარლ მიშელის შეთანხმებას, ჟურნალისტებზე ძალადობას და საზოგადოებრივ საკითხებს, არ ვაპირებთ, საპარლამენტო მექანიზმები და ტრიბუნა „ქართულ ოცნებას“ დავუთმო. რომელი ეთიკის კოდექსის განხილვაზე შევიდე და ვიტია ჯაფარიძეს რა ეთიკის კოდექსზე ველაპარაკო, რომელიც სხდომათა დარბაზში ჩუმად დედას იგინებოდა და ეგონა, იქნებ, ვინმემ არ დამინახოსო“, – განაცხადა ვაშაძემ.