გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის შნურიანი ტელეფონია, რომელიც 21-ე საუკუნეში ვერაფრით გაგვიძღვება წინ
სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის შნურიანი ტელეფონია, რომელიც 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიურ და საინფორმაციო ცოდნის საზოგადოებაში ვერაფრით გაგვიძღვება წინ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
„თუ ამ არჩევანს გააკეთებს „ქართული ოცნება“, ვფიქრობ, ეს არის მათი წაგების არჩევანი და კი ბატონო, ეს უნდა ქართულ საზოგადოებასაც. დროა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის პროცესი დაიწყოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილი არ საუბრობს საკითხზე, აქვს თუ არა კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ საპრეზიდენტო კანდიდატად მის დასახელებასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე განცხადებას სავარაუდოდ თვის ბოლომდე გააკეთებს.
ამასთან, ვაშაძე პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობისთვის ჯერ ახალგაზრდაა.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება.