გიორგი ვაშაძე - რუსეთთან საზღვარი დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს
გიორგი ვაშაძე - რუსეთთან საზღვარი დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გირგი ვაშაძის განცხადებით, მათი გათვლებით საქართველოს საზღვარს დაახლოებით რუსეთის ნახევარი მილონი მოქალაქე არის მომდგარი.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს რუსეთთან საზღვარი, რათა არ მოხდეს ქვეყნის უტანკო ანექსია.

„საქართველო დგას უმძიმესი საფრთხის წინაშე. უტანკო ანექსია შეგვიძლია, დავარქვათ იმ პროცეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენი გათვლებით, საქართველოს საზღვარს დაახლოებით რუსეთის ნახევარი მილონი მოქალაქე არის მომდგარი. საქართველო, რომლის ტერიტირიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ნომერ პირველი საფრთხე დღეს. დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს საზღვარი, რომ არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის უტანკო ანექსია. ირაკლი კობახიძეს და ირაკლო ღარიბაშვილს მივმართავ, სად ხართ? რას აკეთებთ, ჩუმად რატომ ხართ? ერთი ჯერ კიდევ პრემიერი ხართ და მეორე ჯერ კიდევ პრორუსული პარტიის თავმჯდომარე. რატომ არ გამოდიხართ და არაფერს არ ამბობთ ამ პრობლემრბთან დაკავშირებით.

ბოლო განცხადება, რაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, იყო არგუმენების შექმნა და მტკიცებულების გადაცემა ვლადიმერ პუტინისთვის იმისთვისთვის, რომ სამხედრო აგრესიაც კი განახორციელოს საქართველოში. ვერაფერს ის ვერ გაბედავს, ამის არც თავი, არც „ერთი ადგილი“ არ აქვს და საქართველოში იქნება მშვიდობა. ამის გარანტები არიან დასავლელი პარტნიორები და არა პრორუსული „ქართული ოცნება“. ორივე ირაკლის მივმართავ, რას აპირებს, გვითხარით კონკრეტული პასუხი. თუ თქვენ არაფერს არ აპირებთ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. არ ვაპირებ, ჩემი სამშობლო დავუთმო რუსეთს, რომელიც ფაქტობრივად უტანკო ანექსიას ახორციელებს. როცა ნახევარ მილიონ რუსეთის მოქალაქეს აღმოვაჩენთ ჩვენს ქვეყაანაში, ჩვენი ადგილი სად იქნება. როდემდე უნდა ვუყუროთ პროცესს, რომელიც არის ანტიეროვნული, ანტიქართული და ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. ახლა მოქმედებების დროა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.