გიორგი ვაშაძე - გენერალური პროკურორი როდესაც, ფაქტობრივად, გარბის ქვეყნიდან და გაურბის პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით ვეტოს გადალახვის წინა კვირაში, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება
როდესაც გენერალური პროკურორი ფაქტობრივად გარბის ქვეყნიდან და გაურბის პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით ვეტოს გადალახვის წინა კვირაში, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, მან იცის, რომ ირაკლი შოთაძე ჯანმრთელია და გენერალური პროკურორის თანამდებობიდან წასვლით უარი უთხრა ივანიშვილის პარტიას.
„დარწმუნებული ვარ, სისტემის ჩამოშლა დაიწყო. მინდა, მადლობა ვუთხრა ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს. 26-შიც ბევრი უნდა ვიყოთ. გენერალური პროკურორი როდესაც, ფაქტობრივად, გარბის ქვეყნიდან და გაურბის პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით ვეტოს გადალახვის წინა კვირაში, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება. ასე სათითაოდ დაიშლება „ქართული ოცნება“. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო “ქართული ოცნების” დეპუტატებს. მეგობრებო, გენერალური პროკურორი წავიდა, ჯობს, თქვენც უარი თქვათ ვეტოს გადალახვაზე ხმის მიცემაზე. ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი შოთაძე ჯანმრთელია. ჯანმრთელად იაზროვნა და უარი უთხრა “რუსულ კანონს” და ივანიშვილის პარტიას“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი შოთაძემ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, იგი საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.