ცხოვრებაში არასდროს მიბრძოლია რაღაც პოზიციისთვის და თანამდებობისთვის, მე ვიბრძვი საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„იცით, როგორ არის? როგორც ამას გადავწყვეტთ. მაჟორიტარულ ოლქში დადგე კანდიდატად, ეს არის ძალიან დიდი სამუშაო და დიდი პასუხისმგებლობა. ეს უნდა გვესმოდეს ყველას. როგორც ყველა გადავწყვეტთ. ცხოვრებაში არასდროს მიბრძოლია რაღაც პოზიციისთვის და თანამდებობისთვის, მით უმეტეს ახლა, მაჟორიტარული ოლქის ან საპარლამენტო მანდატისთვის, რომელსაც ჩემთვის საერთოდ ინტერესიც კი არ აქვს. მე ვიბრძვი საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საკითხს, გიორგი ვაშაძის თქმით, ეს თემა ამ ეტაპზე დახურულია.
„პრემიერობის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ეს თემა ამ ეტაპზე დახურულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველას შეიძლება, ჰქონდეს თავისი პერსონალური პოზიციები. შეთანხმებულად, გუნდურად და საერთო ინტერესიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება“, – დასძინა გიორგი ვაშაძემ.