გიორგი ვაშაძე - ოპოზიციას გვაქვს გეგმაზომიერი სტრატეგია, სექტემბრიდან მძლავრი, მასობრივი პროტესტი, დაუმორჩილებლობა არალეგიტიმურ ხელისუფლებას
ოპოზიციას გვაქვს გეგმაზომიერი სტრატეგია ჩამოყალიბებული. უპრეცედენტო თანხმობა ვაჩვენეთ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, ჩვენ გვინდა რეალურად რეფორმების შესრულება და მეორე, სექტემბრიდან იქნება მძლავრი, მასობრივი პროტესტის საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ვაშაძის თქმით, სექტემბრიდან მძლავრი საქართველოში მძლავრი პროტესტი იქნება.
„მასობრივი, მშვიდობიანი პროტესტი, დაუმორჩილებლობა არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რადგან როდესაც ხელისუფლება არ პასუხობს ხალხის ხმას, ის ადგას არალეგიტიმურობის გზას. ეს არის ერთადერთი გზა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. ყველა სხვა გზა არის უბრალოდ თავის მოტყუება და ამას გვეუბნება ევროპარლამენტი, ევროკომისია და რაც მთავარია, ჩვენი შინაგანი ხმა. ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხალხი არაფრის გამკეთებელი არ არის ამ ქვეყანაში. მათ ურჩევნიათ, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება და დააკარგვინონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ეს არის დავალება, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ვაშაძემ.