გიორგი ვაშაძე - პოლიციელებს მოვუწოდებ, არ დაემორჩილონ ამ გაუგებარ ადამიანს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საერთო არაფერი აქვს
პოლიციელებს მოვუწოდებ, არ დაემორჩილონ ამ გაუგებარ ადამიანს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საერთო არაფერი არ აქვს, – ამის შესახებ „ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან ვერ გამოვიდა და დანაშაულებრივ ბრძანებს პირადად გასცემს.
„მე ძალიან კონკრეტულად განვუცხადე შინაგან საქმეთა მინისტრს, ბიძინას პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან ვერ გამოვიდა და დანაშაულებრივ ბრძანებებს პირადად გასცემს. არანაირი შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის და პოლიციელებს მოვიწოდებ, არ დაემორჩილოთ ამ ვიღაც გაუგებარ ადამიანს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საერთო არაფერი არ აქვს”, – განაცხადა ვაშაძემ.