გიორგი ვაშაძე პარლამენტის წინ ავტომანქანის უკანონო გაჩერებისთვის დააჯარიმეს [ფოტო]
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის წინ ავტომანქანის უკანონო გაჩერებისთვის სამართალდამცველებმა დააჯარიმეს.
ვაშაძე პარლამენტთან აქციაზე იმყოფებოდა. მისი განმარტებით, სამართალდამცველებს სთხოვა, რომ საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე ცოტა ხნით გააჩერებდა მანქანას, რაც მისი თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს.
გიორგი ვაშაძის მანქანა ევაკუატორით საჯარიმოზე გადაიყვანეს.