გიორგი ვაშაძე - ნიკა მელიას აუცილებლად შევხვდები, ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ, ამნისტიის საკითხი უკვე აღარ გვეჩქარება, ყველა ერთად ვიმსჯელებთ
ნიკა მელიას აუცილებლად შევხვდები. ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ. იმედი მაქვს, გინების ის რიტორიკა, რომელიც იყო ორი კვირის მანძილზე, ჩაბარდება წარსულს, ცოტა პოლიტიკურად გავიზრდებით, კულტურა მოგვემატება, რომ ერთმანეთის განსხვავებულ აზრს პატივი ვცეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ამნისტიის საკითხი ამ ეტაპზე საჩქარო აღარ არის.
რაც შეეხება განთავისუფლებას, მადლობა ევროპას, ამერიკას, ელჩებს, შარლ მიშელს, სენატორებს, ქართველ ხალხს და მერვე მადლობა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს. ამნისტიის საკითხი უკვე აღარ გვეჩქარება, ყველა ერთად ვიმსჯელებთ. „ქართულმა ოცნებამაც“ ხომ უნდა თქვას თავისი პოზიცია. საერთოდ ვთვლი, რომ რასაც ხელი მოვაწერეთ, ვალდებულება მაქვს, შევასრულო. თუ შეთანხმების ყველა მხარე შეთანხმდა, რაღაცის შესრულება საჭირო აღარ არის, მაშინ პრობლემა არ მაქვს. ჩემს ვალდებულებას რაც ავიღე, აუცილებლად შევასრულებ“, – განაცხადა ვაშაძემ.