გიორგი ვაშაძე - მმართველი გუნდი თუ შეთანხმებას დაარღვევს, ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებს
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემულ პირობას კიდევ ერთხელ დაარღვევს, საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებს.
ვაშაძის თქმით, მმართველ გუნდს კონსტიტუცია არასდროს არ აინტერესებდა და მხოლოდ თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებდა.
„ამ ორივე დოკუმენტზე არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ევროკავშირის დადასტურებული ხელმოწერები, რომლებიც მათი შუამდგომლობით შედგა და თუ მმართველი გუნდი ამ შეთანხმებას დაარღვევს, ძალიან მძიმე განაჩენს მიიღებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. კონსტიტუცია მათ არასდროს არ აინტერესებდათ და მარტო თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.