გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილის როლს პოზიტიურად ვხედავ, ორი კვირის წინ მივმართე, თავის თავზე აეღო მაკოორდინებლის ფუნქცია მაინც, თუ მეტის არა
ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან ოპოზიციურ პლატფორმას, რომელსაც უნდა, რომ პოლიტიკაში ჩაერთოს, მათ შორის, გზა გახსნილი უნდა იყოს ახალი ადამიანებისთვის და დიახ, მე მხარს ვუჭერ ერთიან სიას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის როლს პოზიტიურად ხედავს.
„მას ორი კვირის წინ მივმართე, რომ თავის თავზე აეღო მაკოორდინებლის ფუნქცია მაინც, თუ მეტის არა. კანონგარეშეა ხელისუფლება, ფაქტობრივად, არალეგიტიმურია და არ უსმენს ხალხს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.